მთავარი     ჩვენს შესახებ     პირობები     სერვისები     ტარიფები     წონა     ონლაინ მაღაზიები     კონტაქტი  
Register   მომხმარებელთა საყურადღებოდ!!! ამანათის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 598-522-346 ან 595-655-581. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით:)  
როგორ გამოვიწეროთ

 

  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში. პროდუქციის ზომების, ფერის, რაოდენობისა და სხვა მონაცემების მითითების შემდეგ დავაჭერთ ღილაკს add to bag  ან add to cart. ეს ღილაკი პროდუქციის საფასურის გვერდით ან ქვემოთაა განთავსებული.

 

  • გამოჩნდება ფანჯარა, სადაც  მითითებული იქნება თქვენს მიერ არჩეული პროდუქციის საფასური. ირჩევთ ღილაკს checkout. გამოვა მეორე ფანჯარა,სადაც ვებ–გვერდი მოგთხოვთ დარეგისტრირებას.თუ დარეგისტრირებული ხართ,მიუთითებთ ელ–ფოსტას და პაროლს.თუ პირველად შედიხართ ვებ–გვერდზე, გაივლით რეგისტრაციას. შემდეგ, გადავა გვერდზე, სადაც დაანგარიშებული იქნება თქვენს მიერ გადასახდელი თანხა და ორი ღილაკი: continue shoping ან continue checkout. თუ აირჩევთ continue shoping -ს, ბრუნდებით პროდუქციის განყოფილებაში და კიდევ ამატებთ სხვა სასურველ ნივთს. თუ აირჩევთ ღილაკს continue checkout, გამოჩნდება ფანჯარა,სადაც მიუთითებთ თქვენს სახელს, გვარს და RusExpress-ის ამერიკის მისამართს, ისე როგორ ეს არის მითითებული თქვენს ექაუნტში.  

 

  • შემდეგ ეტაპზე მიუთითებთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემებს. Billing Address-ში კვლავ RusExpress-ის ამერიკის მისამართს, ისე როგორ ეს არის მითითებული თქვენს ექაუნტში, თუმცა, ზოგი საიტი ითხოვს მისამართში პატარა ცვლილებეს, ამიტომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს თანამშრომლებთან.
 
  • მას შემდეგ, რაც დაადასტურებთ თქვენს შეკვეთას, ელ-ფოსტაზე მოგივათ ORDER NUMBER. რამოდენიმე დღეში კვლავ ელ-ფოსტაზე მოგივათ TRACKING NUMBER, რომლითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ტვირთის გადაადგილება ონლაინ მაღაზიიდან ჩვენს ოფისამდე. მას შემდეგ, რაც ტვირთს მოიტანენ კომპანიის ამერიკის მისამართზე, უკვე ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ამანათის წონა, მდებარეობა და ტრანსპორტირების გადასახადი თქვენი პირადი ექაუნტიდან..
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერ ბანკში კომუნალური გადასახადის სახით, საჭიროა იცოდეთ მხოლოდ თქვენი რეგისტრაციის (იგივე RE) ნომერი. გადახდის მეთოდების სანახავად დააკლიკეთ ბმულს გადახდის ფორმები..
  • იმისათვის რომ თქვენი შენაძენის შესახებ გვაცნობოთ, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
  • მას შემდეგ რაც დარეგისტირდებით ჩვენს საიტზე, მიუთითეთ თქვენი შენაძენის თრექინგი (TRACKING NUMBER სრულად დააკოპირეთ როგორც მოგივათ მეილზე და ისე დაამატეთ), პროდუქციის ფასი, საიტი, რომლიდანაც შეიძინეთ პროდუქცია და პროდუქციის მოკლე არწერა თქვენს პირად გვერზე, რათა დროულად მოხდეს თქვენთვის ამანათის მოწოდება.

 

საბაჟოზე გამკაცრდა ამანათების დეკლარირების პროცედურა და, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ შევსებული დეკლარაცია, გთხოვთ,  დროულად შეიტანოთ ყველა  საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე  შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ  ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით.

დეკლარაცია უნდა შეივსოს არაუგვიანეს ორშაბათს 15:00 საათამდე. ორშაბათს 15:00 საათის შემდეგ შევსებული დეკლარაცია არ ჩაითვლება შევსებულად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება. დეკლარაციის შევსება შეგიძლიათ იმის მერეც, რაც ამანათი მივცა ამერიკის ოფისში. იხილეთ დეკლარაციის შევსების მაგალითი:

 

ამანათის დეკლარირება სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა პროდუქცია განბაჟებას.

ტვირთი იგზავნება ყოველ პარასკევს. გამოგზავნიდან დაახლოებით ერთ კვირაში სრულიად უსასყიდლოდ სახლში მოგართმევთ თქვენს ამანათს.
დამატებითი კითხვებისთვის მიჰყევით ბმულს. ან დაგვიკავშირდით
ტელ: +995(0341) 25-39-88;
skype: Rustavi.Express

 

არ შეიძლება შემდეგი სახის პროდუქციის გამოწერა:

 

 
  1. კვების პროდუქტები;
  2. ადვილად აალებადი საქონელი, როგორიცაა (სუნამო, სფრეი, საღებავები, ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები);
  3. ცეცხლსასროლი იარაღები და აქსესუარები;
  4. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  5. ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;
  6. ფიტულები, ცხოველები, მცენარეები, ძვლები, ბეწვი;
  7. მცენარეები ან მათი თესლები;
  8. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  9. ნებისმიერი ქვეყნის მონეტები ან ბანკნოტები.
 

 

 

 

 






თრექინგი





Chat with me
მოგვწერეთ Skype-ში



TOP SALE მისამართი გადახდის
ფორმები
როგორ
გამოვიწეროთ
კითხვები