მთავარი     ჩვენს შესახებ     პირობები     სერვისები     ტარიფები     წონა     ონლაინ მაღაზიები     კონტაქტი  
Register   მომხმარებელთა საყურადღებოდ!!! ამანათის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 598-522-346 ან 595-655-581. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით:)  
სერვისები

დარეგისტრირდით www.RusExpress.ge ზე და მიიღეთ საკუთარი ოთახი ამერიკაში, სადაც გააკონტროლებთ თქვენს ამანათებს.



ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, თვენ მოგეცემათ მისამართი ამერიკაში თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით. ამ მისამართის საშუალებით შეძლებთ დამოუკიდებლად გამოიწეროთ ამერიკის ონლაინ მაღაზიებში თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

ამანათის გადაფუთვის სერვისი (არავითარი მოცულობითი წონა.)



ონლაინ მაღაზიიდან პროდუქცია იგზავნება ხშირ შემთხვევაში დიდი ყუთებით. ჩვენთან მისვლის შემდეგ ხდება ყუთების შემცირება და პროდუქციის გადაფუთვა ამანათის დაპატარავების და წონაში შემცირების მიზნით. ნებისმიერი სახის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ამერიკის ოფისში მიდის ყუთებით) იფუთება ხელახლა პარკებში და იგზავნება მხოლოდ რეალური წონით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი ამანათი გადაიფუთოს, ამის შესახებ უნდა გაგვაფრთხილოთ მეილის ან სკაიპის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოიგზავნება გადაფუთული (რეალური წონით) და დაზიანების შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს

უფასო კონსულტაცია Skype & Mail.



ნებისმიერი სახის დახმარებას, რაც უკავშირდება ონლაინ შოპინგის პროცედურებს. ბარათით ყიდვის, სასურველი ნივთის მოძიების, ნივთის განბაჟების, ნივთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ა.შ.

ბარათით მომსახურება (ქართული, ამერიკული, Paypal).



ჩვენი ბარათის საშუალებით დაგეხმარებით ნებისმიერი საიტიდან თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენაში. საჭიროა, მხოლოდ დაგვიკავშირდეთ სკაიპის საშუალებით სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე და მოგვაწოდოთ ლინკები. თუ ნივთის შეძენა გსურთ ისეთი საიტიდან რომელიც არ ღებულობს ქართულ ბარათს , ამერიკული ბარათით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში გამოწერის თანხას ემატება 5$. თუ თქვენს ნივთს ესაჭიროება PAYPAL-ით გადახდა, ამ შემთხვევაში პროდუქციის ყიდვის თანხას, ერთჯერადად ჩარიცხვისას ემატება ღირებულების 4% მინ 5$ იმისთვის, რომ თანხა გადაირიცხოს ამერიკული ბარათის ანგარიშზე, ნივთების რაოდენობას და ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს.

შეტყობინება მეილზე თქვენი ამანათის მდებარეობის შესახებ.



1) პროდუქციის ყიდვის შესახებ შეძენის დღესვე. იმ შემთხვევაში თუ გამოწერის დროს დაშვებულია უზუსტობა და ამის შესახებ ჩვენ არ ვიქნებით დროულად ინფორმირებული (ორდერის მიღებიდან მაქსიმუმ მეორე დღეს), კომპანია ვალდებულებას იხსნის შეკვეთის შეცვლაზე და თანხის დაბრუნებაზე;

2) ამანათის ამერიკის ოფისში მისვლის, გამოგზავნის და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ;

3) კომპანიაში განხორციელებული ყველა სახის სიახლესა და ონლაინ მაღაზიებში ფასდაკლებების შესახებ.

ადგილზე მიტანის სერვისი (ქ.რუსთავში) უფასო.



ამანათები დასარიგებლად გადის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაფარულია ტრანსპორტირების გადასახადი. ამანათების დარიგება იწყება რუსთავში ოფისში მიღებიდან მეორე დღესვე და გრძელდება 2 დღე. თუ ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილია ამანათების დარიგების ვადის (2 დღე) გასვლის შემდეგ, კომპანია იხსნის ამანათის ადგილზე მიტანის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ოფისს ამანათის გასატანად. ამანათების მიტანა ხდება მხოლოდ კორპუსამდე ან სამუშაო ადგილამდე. კურიერს არ ააქვს ამანათი სართულზე და უშუალოდ ოფისში. თუ ტრანსპორტირების გადასახადი გადახდილი გექნებათ ამანათები ჩამოსვლის დღეს, 4:00 საათამდე, ასეთ შემთხვევაში ამანათს მიიღებთ მეორე დღესვე. თუ ტრანსპორტირების გადასახადი გადახდილი გექნებათ ჩამოსვლიდან მეორე დღეს, 4:00 საათამდე, ასეთ შემთხვევაში ამანათს მიიღებთ გადახდიდან მეორე დღეს. თუ ტრანსპორტირების გადასახადს გადაიხდით ამანათების ჩამოსვლიდან 2 დღის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, ამანათი თქვენ თვითონ უნდა გაიტანოთ, გატანას შეძლებთ ნებისმიერ დღეს შაბათ-კვირის გარდა 10-დან 6 საათამდე. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას შეძლებთ მას შემდეგ, რაც ამანათი აისახება თქვენს ექაუნთში და გეცოდინებათ რამდენია გადასახდელი. ჩამოსული ამანათები არ დარიგდება მომდევნო კვირას ჩამოსულ ამანათებთან ერთად. ამანათების ჩამოსვლის თარიღი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე განთავსებულ მორბენალ სტრიქონში.






თრექინგი





Chat with me
მოგვწერეთ Skype-ში



TOP SALE მისამართი გადახდის
ფორმები
როგორ
გამოვიწეროთ
კითხვები