მთავარი     ჩვენს შესახებ     პირობები     სერვისები     ტარიფები     წონა     ონლაინ მაღაზიები     კონტაქტი  
Register   მომხმარებელთა საყურადღებოდ!!! ამანათის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 598-522-346 ან 595-655-581. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით:)  

 

გაიარეთ რეგისტრაცია იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ ონლაინ-შოპინგის პროცედურა. 
რეგისტრაცია უფასოა.

 

მომსახურების წესები და პირობები:

 

 კომპანია Rustavi Express-ი  უზრუნველყოფს საერთაშორისო „ონლაინ მაღაზიებიდან“ შეძენილი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოში. თავდაპირველად აღნიშნული პროდუქცია „ონლაინ მაღაზიებიდან“ იგზავნება ამერიკის სათაო ოფისში, ხოლო შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება საქართველოში, კვირაში ერთხელ.

ამერიკიდან ამანათების გამოგზავნის დღეა პარასკევი. ხუთშაბათის ჩათვლით მისული ამანათები იგზავნება პარასკევს, ხოლო ხუთშაბათის შემდეგ მისული  - მომდევნო პარასკევს.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი „ონლაინ მაღაზიებიდან“ ამერიკის სათაო ოფისამდე მისვლის დროზე ან/და მის დაკარგვაზე. Rustavi Express-ი ამანათზე პასუხისმგებელი ხდება მას შემდეგ, რაც „ონლაინ მაღაზიებიდან“ გამოწერილი პროდუქცია მივა Rustavi Express services-ის ამერიკის ოფისში და იქნება ჩაბარებული კომპანიის თანამშრომლის მიერ.

საქართველოში ტვირთი ჩამოდის გამოგზავნიდან 4-5 დღეში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. დაგვიანების შემთხვევაში მომხმარებელი დროულად იქნება ინფორმირებული საიტზე განთავსებული მორბენალი სტრიქონის საშუალებით.  კომპანია პასუხს არ აგებს და არ ანაზღაურებს ავიაკომპანიის მიზეზით დაგვიანებულ ამანათებზე. ამანათების დარიგება იწყება საქართველოს ოფისში მიღებიდან მეორე დღესვე და გრძელდება 2 დღე.

ამანათები მფლობელებზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია ტრანსპორტირების ღირებულება. გადახდის ფორმების სანახავად დააჭირეთ ბმულს: გადახდის ფორმები. თუ ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილია ამანათების დარიგების ვადის (2 დღე) გასვლის შემდეგ, კომპანია იხსნის ამანათის ადგილზე მიტანის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ოფისს ამანათის გასატანად. მიტანის სერვისის სანახავად დააჭირეთ ბმულს:

თუ ამანათის მფლობელი კურიერს არ დახვდება მის მიერ საიტზე მითითებულ მისამართზე ან ვერ მოხერხდება მასთან დაკავშირება, ამანათი დაბრუნდება საწყობში და აღარ მოხდება მისი ხელმეორედ მიწოდება. ასეთ შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ამანათს ოფისში.

ამანათების მიტანა ხდება მხოლოდ კორპუსამდე ან სამუშაო ადგილამდე. კურიერს არ ააქვს ამანათი სართულზე და უშუალოდ ოფისში.

მომხმარებელი ვალდებულია, დროულად დაფაროს ტრანსპორტირების გადასახადი კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფებით. იმ შემთხვევაში თუ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ იქნება დაფარული საქართველოში ტვირთების ჩამოსვლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ამანათის მფლობელი გაფრთხილებული იქნება  აღნიშნული ვადის გასვლის შესახებ,  და თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში კვლავ არ დაიფარება ტრანსპორტირების დავალიანება, ამანათი გადავა კომპანიის მფლობელობაში მისი შემდგომი განკარგვის უფლებით.

კომპანია იღებს ვალდებულებას ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე და არა მისი შიგთავსის ხარისხსა ან/და შემცველობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაზიანდა ტრანსპორტირებისას, კომპანია აანაზღაურებს პროდუქციის ღირებულებას საინფორმაციო ბაზაში მითითებული თანხის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ Rustavi Express-ის ამერიკის მისამართს გამოიყენებს საიტზე დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, კომპანია არ კისრულობს მფლობელის ვინაობის დადგენისა და ამანათის მფლობელამდე  მიწოდების ვალდებულებას.

კომპანია არ აგებს პასუხს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი, პრეტენზიები არ მიიღება.

იმ შემთხვევაში, თუRustavi Express-ი მომხმარებლის დაკვეთით ახორციელებს შესყიდვას რომელიმე ონლაინ მაღაზიიდან, კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის ხარისხზე, ზომაზე, ფერზე, პროდუქციის წარმომავლობასა და შიგთავსზე. თუ ორდერში ონლაინ მაღაზიის ან ჩვენს მიერ დაშვებული იქნება  უზუსტობა, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კომპანიის ოფისის თანამშრომლებს მანამ, სანამ აღნიშნული ნივთი გამოიგზავნება აღნიშნული ონლაინ მაღაზიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.

თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ამერიკის ოფისამდე ონლაინ მაღაზიის შეცდომის გამო, ან ონლაინ მაღაზია გააუქმებს ორდერს,Rustavi Express -ი გადახდილ თანხას მფლობელს დაუბრინებს მას შემდეგ, რაც თანხის დაბრუნება თავად აესახება საკუთარ საბანკო ანგარიშზე. ასეთი პროცედურა დაახლოებით 30 კალენდარული დღეს მოითხოვს.

მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის გამოწერის შემდეგ Rustavi Express-ის საიტზე მიუთითოს სწორი ინფორმაცია პროდუქციის ღირებულებასა და მის შემცველობაზე ონლაინ-მაღაზიის პირადი ანგარიშიდან. კომპანია არ აგებს პასუხს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

საბაჟოზე გამკაცრდა ამანათების დეკლარირების პროცედურა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ,  დროულად შეიტანოთ ყველა  საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე  შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ  ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება.

თქვენი ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში  მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.rusexpress.ge - პირადი ექაუნთის შევსებით შემოიფარგლება.

Rustavi Express–ში თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია. კომპანია არ ასხვისებს, არ ცვლის და არ ყიდის მომხმარებლის მიერ მოწოდებულ იფორმაციას მესამე პირზე.

აღნიშნული წესები და პირობები მოქმედებს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც სარგებლობს Rustavi Express-ის მომსახურებით.

წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ ინსტრუქცია და მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას პასუხისმგებლობაზე.

კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ტარიფები და პირობები, აგრეთვე იღებს ვალდებულებას საიტის საშუალებით აცნობოს მომხმარებელს ცვლილებების შესახებ.

წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.

 

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
იშოპინგეთ  rustavi Express -თან ერთად!
Maximum Service, Minimal time

 

ვეთანხმები
რეგისტრაცია
სახელი
გვარი
პირადი № (11 ნიშნა)
მისამართი
მობილური ტელეფონი
ელ.ფოსტა
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი

ორგანიზაციებისთვის
ორგანიზაციის დასახელება
საიდენტიფიკაციო №
TOP SALE მისამართი გადახდის
ფორმები
როგორ
გამოვიწეროთ
კითხვები